LIGA TSU 2025-ის გამარჯვებული ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საფეხბურთო გუნდი გახდა!
მეორე ადგილი დაიკავა იურიდიული ფაკულტეტის გუნდმა, მესამე ადგილზე გავიდა სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი.
გამარჯვებულები თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ დააჯილდოვა და აღნიშნა: „სწავლასთან ერთად, მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა აქტიურ სტუდენტურ ცხოვრებაში; სპორტი კი ამის ყველაზე კარგი შესაძლებლობაა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ ხელი შევუწყოთ მსგავს სტუდენტურ პროექტებს.“
ტურნირის საუკეთესოები:
• ბომბარდირი – დავით ბერია (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი)
• მცველი – გიგი სულიაური (სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
• მეკარე – დავით სარალიძე (ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი)
ტურნირი გაიმართა თსუ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, სადაც 43 გუნდი მონაწილეობდა შვიდივე ფაკულტეტიდან და ტურიზმის სკოლიდან.